11 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ვინ ამბობს უარს სუპერლიგაზე - გრანდების ჩამონათვალი

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროსასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც უეფას ევროპაში საფეხბურთო ტურნირების ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას, რომელიც მან თავადვე ჰქონდათ საკუთარი თავისთვის მიკუთვნებული, ართმევს.

აღნიშნულმა ვერდიქტმა ხელ-ფეხი გაუხსნა ევროპის სუპერლიგის პროექტის ორგანიზატორებს. "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი", როგორც ტურნირის დამფუძნებელი წევრები, ახლა სხვა კლუბებს ელოდებიან, რათა ახალი გათამაშება რაც შეიძლება მალე დაიწყონ.

მიუხედავად ამისა, ამჟამინდელი მდგომარეობა ესპანური გრანდებისთვის დიდად სახარბიელო არ ჩანს. ერთადერთი კლუბი, რომელზეც დაიწერა, რომ სუპერლიგაში მონაწილეობა სურს, იტალიური "ნაპოლია". შედარებისთვის, უეფას ერთგულება საჯარო განცხადებით დაუდასტურეს შემდეგმა კლუბებმა:

  • მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • სელტიკი
  • სევილია
  • ვალენსია
  • ატლეტიკო მადრიდი
  • ვილიარეალი
  • რეალ სოსიედადი
  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • პსჟ
  • მონაკო
  • ინტერ მილანი
  • რომა
  • პესკარა
  • ატალანტა
  • ფეინოორდი

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის ჩატარება "ბარსელონას" მილიარდი ევროს ოდენობის ბონუსს გაუნაღდებს, რაც კლუბის ფინანსური პრობლემების წარსულში დატოვების საწინდარი გახდება.

Facebook კომენტარები