20 საათის და 54 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სანამ მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არ ვაპირებ ასეთი რაღაცები დავუშვა" - ჯიკიჩი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა კომენტარი გააკეთა:

"ვულოცავ ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლი ძალიან წარმატებულად დაიწყო.

ჩვენ მატჩის საწყის მეოთხედში დალაგებულად ვითამაშეთ, შემდეგ კი რამდენიმე კალათბურთელმა სხვაგვარი სახე გამოაჩინა და ამან მეტოქეს ქამბექის საშუალება მისცა.

შედეგად, მეტოქემ თავდაჯერება იგრძნო და მათ მატჩი სასურველ რიტმში გადაიყვანეს. შედეგს ყველა ხედავთ. ამდენად, არის რაღაც საკითხები, რაც სამომავლოდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. სანამ მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, არ ვაპირებ ასეთი რაღაცები დავუშვა".

Facebook კომენტარები