22 საათის და 46 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ცნობილია - საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტის მოსამზადებელი ეტაპისთვის

დასახელდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტის მოსამზადებელი ეტაპისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობიდან ევრობასკეტისთვის 12 კალათბურთელი შეირჩევა. 

რაც შეეხება ამ შერჩეულ შემადგენლობას, გუნდი 28 ივლისიდან ლატვიაში დაიწყებს ვარჯიშებს. 

ჯამში, საქართველო 6 მოსამზადებელ მატჩს გამართავს ევროპის 4 ქვეყანაში – ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ჩეხეთში.

საგულისხმოა, რომ ჩეხეთიდან, 25 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 28 ივლისს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან გამართავს.

გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:

რატი ანდრონიკაშვილი

სანდრო მამუკელაშვილი

კახა ჯინჭარაძე

ბექა ბურჯანაძე

გიორგი შერმადინი

დუდა სანაძე

გიორგი კორსანტია

სანდრო სანაძე




ალექსანდრე ფევაძე

თორნიკე შენგელია

გიორგი სულაბერიძე

ლუკა მაზიაშვილი

გოგა ბითაძე

კამარ ბოლდუინი 

გიორგი ოჩხიკიძე

ილია ლონდარიძე



Facebook კომენტარები