„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ქართველმა ახალწვეულმა სანდრო მამუკელაშვილმა გუნდის ლიდერ ლუკა დონჩიჩთან პირველ საუბარზე ისაუბრა.
მამუკელაშვილის თქმით, სლოვენიელი ვარსკვლავი თავად დაუკავშირდა და გუნდში მისვლაც მიულოცა.
„ლუკა თავად დამიკავშირდა. მითხრა, რომ ძალიან უხარია, გუნდის წევრი რომ გავხდი და ვერ ითმენს, როდის დავიწყებთ ერთად მუშაობას. მე ვუპასუხე, რომ ახლავე დარბაზში წავიდოდი და მილიონ სამქულიანს ვისვრიდი კუთხიდან, რათა მზად ვიყო. ჩვენს შორის დაახლებით მსგავსი შინაარსის საუბარი შედგა", – განაცხადა მამუკელაშვილმა.
ქართველმა კალათბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ დონჩიჩს ბავშვობიდან განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალს.
„მე და ლუკა ერთ წელს ვართ დაბადებულები. ევროპაში ყოფნისას სულ ვხედავდი, რამდენად ძლიერი მოთამაშე იყო და რა დიდ წარმატებას აღწევდა. ახალგაზრდულ რეიტინგებში ყოველთვის პირველ ადგილზე იყო, მე კი ვცდილობდი, მის დონემდე მივსულიყავი. ახლა მისი თანაგუნდელი ვარ და ეს საოცარი შეგრძნებაა. დარწმუნებული ვარ, ლუკა ჩემს ცხოვრებასა და თამაშს ბევრად გააიოლებს", - თქვა სანდრომ.
სანდრო მამუკელაშვილმა "ლეიკერსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. სანდრო ახალ კლუბში კვლავ მისთვის საყვარელი 54-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.