1 საათის და 58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ცნობილია! - რა გზა უნდა გაიაროს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად?

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 3 მოგებითა და 3 გამარჯვებით ჯგუფის მე-3 პოზიციაზე დაასრულა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ჩვენი გუნდი A ჯგუფის სამეულში მოხვედრის შემთხვევაში, B ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრებს გაეჯიბრებოდა, რომელიც ასე დაკომპლექტდა:

მონტენეგრო - 4 მოგება, 2 ფრე

პორტუგალია - 3 მოგება, 3 ფრე

საბერძნეთი - 3 მოგება, 3 ფრე

უკვე გარკვეულია მატჩების ჩატარების თარიღიც:

საქართველო - მონტენეგრო | 28 აგვისტო

პორტუგალია - საქართველო | 31 აგვისტო

საბერძნეთი - საქართველო | 26 ნოემბერი

საქართველო - პორტუგალია | 29 ნოემბერი

მონტენეგრო - საქართველო | 26 თებერვალი, 2027 წელი

საქართველო - საბერძნეთი | 1 მარტი, 2027 წელი

იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმოს, საჭიროა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ტოპ სამეულში მოხვდეს.

ანალოგიური გზა გაიარა ეროვნულმა გუნდმა წინა შესარჩევ ეტაპზე, სადაც პირველ რაუნდში მე-2 ადგილი დაიკავა, მეორეში კი - მე-3.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც კატარი მასპინძლობს, 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.


Facebook კომენტარები