პრემიერ ლიგის ჟურნალისტთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი დაასახელა.
ნორვეგიელმა ვიკინგმა საოცარი სეზონის შემდეგ კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა და ბლიც ინტერვიუს კითხვებსაც უპასუხა.
რომელს აირჩევდი, რომ გქონდეს - კრიშტიანუ რონალდუს მარჯვენა ფეხი თუ ლიონელ მესის ცაცია, ჰკითხეს ჰოლანდს.
"იქიდან გამომდინარე, რომ არც თუ ისე ცუდი მარცხენა ფეხი მაქვს, მე რონალდუს მარჯვენას ავირჩევდი" - უპასუხა ერლინგმა.