1 წლის და 5 თვის წინ
Giorgi Chanturia
Aa

საუკეთესო იყო! - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ “ლანსის” წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში, სადაც “მეცმა” “ლანსი” 2:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა.

გიორგიმ გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით 8.5 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

საგულისხმოა, რომ მიქაუტაძემ ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა დუბლი.

ცნობისთვის, 23 წლის ჟორჟის ანგარიშზე ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გახლავთ.

Facebook კომენტარები