როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალის” და “მანჩესტერ სიტის” მატჩი ფრედ დასრულდა.
მატჩის შემდგომ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა:
“კარგად დაბალანსებული თამაში იყო, ორივე გუნდმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.”
“ეს იყო მძიმე ბრძოლაში მოპოვებული ფრე. როცა ვაპრესინგებდით მათ, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით, სწრაფად ვთამაშობდით.”
“გოლი ძალიან ადრე გაიტანეს. სიმართლეს ვიტყვი, რომ სილვა კარში დაარტყმას , არავინ ელოდა.მაგრამ ამაზე კარგი პასუხი გავეცით.”
“60 წუთი უბრალოდ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ სიტიმ ორი აუღებელი გოლი გაგვიტანა.”
“არ ვფიქრობ, რომ სწრაფმა გოლმა ჩვენს თამაშზე ან მენტალიტეტზე იმოქმედა. “
“ჩვენი მეორე გოლისას ვინისიუსმა და როდრიგომ საოცარი შეთამაშება აჩვენეს. ამ დუეტმა ბევრი შანსი შექმნა.
ჩვენი მიზანი იყო სულ მცირე უპირატესობის შექმნა იყო, მაგრამ ვერ მოხერხდა.”, - განაცხადა იტალიელმა.