როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის წინ ტურნირზე მონაწილე გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ.
ბუნებრივია, გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრები იქნება, რომელმაც 2 მატჩი ჩანიშნა.
"90min_geo"-ს ინფორმაციით, ჩვენი გუნდი პირველ ამხანაგურ თამაშს 5 ივნისს, უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც თბილისში შედგება.
რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, "ჯვაროსნები" 9 ივნისს სტუმრად მონტენეგროს შეხვედებიან.
აქვე გეტყვით, რომ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ოპონენტები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან.