1 დღის და 21 1 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

2 გზა - ცნობილია, რა შემთხვევაშ გავა საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან

ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა ოთხი მატჩი, ორი მოიგო და ამდენივე წააგო.

ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდება. როგორც წინასწარ ვვარაუდობდით, მერვედფინალში თამაში სწორედ ბოლო ტურის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.

მოცემულობა მარტივია: თუ საქართველო დაამარცხებს ბოსნიას, მოიპოვებს პლეი ოფის საგზურს.

ოღონდ ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრაზე, საბერძნეთი-ესპანეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

უარესი ვარიანტი შანსით: საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან.

შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ოთხ-ოთხი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის.

ჩვენი მეტოქე D ჯგუფიდან იქნება: საფრანგეთი, პოლონეთი, ისრაელი ან სლოვენია. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.

გთავაზობთ ამ ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას, დარჩენილი მატჩების განრიგს და თავად შეაფასეთ, ვის რომელ ადგილზე გასვლის რა შანსი აქვს.

C ჯგუფის პირველადგილოსანი D-ს მეოთხეს ხვდება, C2 – D3, C3 – D2, C4 – D1.

Facebook კომენტარები