რას ამბობდა თემურ ქეცბაია ივნისში საქართველოს ნაკრების შესახებ:
"განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ ნაკრებს შორის? განსხვავება, მგონი, ძალიან დიდია. დღევანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრია მოთამაშე, ვინც ძლიერ საფეხბურთო ჩემპიონატში და კლუბში თამაშობს და წამყვანი ფეხბურთელია, ბევრი მათგანი ჩემპიონიც გახდა".
"ჩემს დროს კი, უმეტესობას არათუ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ბევრი კლუბშიც კი არ ირიცხებოდა. საბედნიეროდ, ყოველთვის არის პერიოდები, როცა ნიჭიერი ახალგაზრდები გამოჩნდებიან ხოლმე. ახლა ბევრია ასეთი და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მიაღწევენ იმ შედეგებს, რასაც ქართველი ქომაგი ელის", - განცახდა ქართველმა