4 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

რა გააკეთა რუს საფონოვთან ახლოს მყოფმა უკრაინელმა ზაბარნიმ - პსჟში დაძაბული სიტუაციაა

უკრაინელი ილია ზაბარნის პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ მისი და გუნდის რუსი კიპერის მატვეი საფონოვის ურთიერთობის შესახებ ბევრი დაიწერა. იყო მოლოდინი, რომ მეკარე კლუბს შეიცვლიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის "პარკ დე ფრანსზე" რჩება და ლუკა შევალიეს დუბლიორი იქნება. 

უკრაინული მედია ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. პსჟ-მა "ანჟერს" 1:0 სძლია და შეხვედრის დასრულების მერე პარიზელთა ფეხბურთელებმა კიპერი ჯანლუიჯი დონარუმა გააცილეს. 

Sport.ua წერს, რომ ერთ-ერთ მომენტში ზაბარნიმ საფონოვის სიახლოვეს ყოფნა შენიშნა და განზე გადგა, რადგან ერთად ფოტო ერთად არ გადაეღოთ. 

ინფორმაციისთვის, როგორც ზაბარნის, ასევე საფონოვს, აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი მათ ურთიერთობაზე თქვა, რომ სპორტმა ხალხი უნდა გააერთიანოს და არა დაყოს.

Facebook კომენტარები