პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დიდი ალბათობით, კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა RAI ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ქალაქელები" მზად არიან დონარუმას იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზონ, ვიდრე ჯანლუიჯი მისი ამჟამინდელი კლუბისგან, პსჟ-სგან მოითხოვდა.
"სიტი" "პარი სენ ჟერმენს" დონარუმას სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად დონარუმას კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 16 მილიონ ევროს, ეს სწორედ ისაა, რაც იტალიელს სურდა, ვგულისხმობ იმას, რომ მას პირობების გაუმჯობესება სურდა და პსჟ-სგან 14 მილიონ ევროს მოითხოვდა.
შეგახსენებთ, დონარუმას თქმით, მას პსჟ-ს დატოვება არ სურდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. იტალიელ მეკარეს პარიზელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.
თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონ მორაეში "ფენერბაჰჩეში" გადასვლასთანაა ახლოს და ბრაზილიელის შემცვლელად პეპ გვარდიოლას ნომერ პირველი არჩევანი სწორედ დონარუმაა.