როგორც მოგეხსენებათ, მომავალ ზაფხულს საფეხბურთო სამყაროს ევროპის ჩემპიონატი ელის.
კრიშტიანუ რონალდუს გარშემო გაჩნდა კითხვები, იქნებოდა თუ არა ის ევრო 2024-ზე.
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ 39 წლის ლეგენდა, ზაფხულში, კვლავ ნაკრებში იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალია F ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდა. ასევე, მათთან ერთად ჯგუფიდან გასვლისთვის ჩეხეთი და თურქეთი იბრძოლებენ.