პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ “არსენალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:
“დემბელემ ვარჯიში უკვე განაახლა და “არსენალის” წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას - კვარას თამაშით აღფრთოვანებული ვარ, ბურთით თუ მის გარეშე. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, უდიდესი გამოცდილებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა ჩვენს გუნდშია”. - განაცხადა ენრიკემ.
ცნობისთვის, მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.