10 საათის და 56 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

საინტერესო ამბავი - რა ინფორმაცია გავრცელდა ზურიკო დავითაშვილზე

თურქულ მედიაში "სენტ-ეტიენის" ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით "ბეშიქთაში" ინტერესდება.

იწერება, რომ თურქული კლუბი ზურიკოს დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

ცნობისთვის, დავითაშვილის მონაგარი ამ სეზონში 7 გოლი და 7 ასისტია.

Facebook კომენტარები