რომში წლევანდელი ვიზიტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. 2024 წლის რომის ღია პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა 81 კგ. წონით კატეგორიაში საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მოსაპოვებლად გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში ქართველები შეხვდნენ ერთმანეთს.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე ვლადიმერ ახალკაცმა იტალიელ, ბულგარელ, ნიდერლანდელ და ჩეხ ოპონენტებს სძლია. რაც შეეხება ირაკლი ბეროშვილს, მას ორი იტალიელი და ერთი ნიდერლანდელი ძიუდოისტის დამარცხება მოიწია.
ფინალში ქართველებს შორის გამართული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შუა ბრძოლაში მსაჯებმა ირაკლი ბეროშვილი აკრძალული ილეთის გამო დასაჯეს და გამარჯვება ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა.