2 თვის უკან
ნიკა მშვილდაძე
Aa

ვინ გახდება ჩემპიონთა ლიგის გამრჯვებული - რას ვარაუდობს Opta

როგორც მოგეხსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია.

1/8 ფინალების საპასუხო მატჩების დასრულების შემდეგ საფეხბურთო ანალიტიკურმა ორგანიზაცია Opta-მ 2023/24 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე რვავე გუნდს შანსების პროცენტული მაჩვენებელი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მაჩვენებელი მოქმედ ჩემპიონს "მანჩესტერ სიტის" აქვს მინიჭებული, რომლის ტურნირის მოგების შანსები 32.3%-თაა შეფასებული.

სრული სია ასე გამოიყურება:

1. მანჩესტერ სიტი - 32.3%

2. მადრიდის რეალი - 16.87%

3. არსენალი - 13.09%

4. პსჟ - 11.8%

5. ბაიერნი - 10.75%

6. დორტმუნდი - 5.62%

7. ბარსელონა - 5.38%

8. მადრიდის ატლეტიკო - 4.19%

Facebook კომენტარები