5 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

კონფერენსლიგის მატჩს ქართველი მსაჯები გაუძღვებიან

უეფას კონფერენსლიგის მესამე ტურში ბელგიური „გენტის“ და ნორვეგიული „მიოლდეს“ დაპირისპირება გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა ქართველი არბიტრების მითითებების მიხედვით წარიმართება.

24 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დანიშნული თამაშის მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. ქართველ არბიტრის დამხმარე მსაჯების როლს დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია მოირგებენ. მატჩის მეოთხე არბიტრის როლში ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას, VAR-ის ოთახში ასევე ქართველი არბიტრები, ალეკო აფციაური და ბაკურ ნინუა იმუშავებენ.

Facebook კომენტარები