გუშინ, კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრსა" და "ალ-აინს" შორის აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.
რონალდუს გუნდი პირველი მატჩის შემდეგ 0:1-ს მარცხდებოდა, თუმცა მათ თამაშის ექსტრა ტაიმში გადაყვანა შეძლეს, მაგრამ "ალ-აინმი" თამაშის განახლებიდან მალევე დაწინაურდა.
118-ე წუთზე კრიშტიანუმ გამათანაბრებელი პენალტი შეაგდო და მატჩი საფეხბურთო ლატარიაში გადაიყვანა.
თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან "ალ-ნასრის" მხრიდან, ბროზოვიჩი, ტელეში, რონალდუ და ოტავიო მივიდნენ, თუმცა კრიშტიანუს გარდა ყველამ გააფუჭა.
განსხვავებით "ალ-აინის" ფეხბურთელებისგან, რომლებმაც 3-დან 3 პენალტი გაიტანეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
რონალდუ და "ალ-ნასრი" ჩემოიონთა ლიგის მიღმა დარჩა.