როგორც იცით, რამდენიმე დღეში რომან დოლიძე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდება.
შეხვედრის წინ ქართველმა მებრძოლმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტი: "შენ განათლებული ხარ, ყოველთვის სწორ რაღაცებს ამბობ... როგორ ფიქრობ, გიშლის თუ არა ეს ყველაფერი ხელს UFC-ში?"
რომანი: "სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ კი, რადგან ამ სპორტის მაყურებელს მსგავსი რაღაცები მოსწონს... მაგრამ, ახლა 2 ბიჭი მეზრდება, ვფიქრობ, მალე კიდევ 2 მეყოლება.
"ვცდილობ, ისეთი ვიყო, როგორსაც მინდა, რომ ჩემი შვილები მხედავდნენ. შესაბამისად, სხვა გზა არც მაქვს. რაღაც როლს ვერ მოვირგებ და ამას არც ფულის გამო გავაკეთებ", - აბობს რომანი.