ცნობილ გრანდებში თამაშის შემდეგ, მარიო ბალოტელიმ თურქული „ადანსპორის“ მაისურითაც იასპარეზა. თუმცა, მან აღნიშნული კლუბიც დატოვა და ამჟამად მუხლის ტრავმის მკურნალობას განაგრძობს. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, იგი პარალელურად ესპანეთში გადასასვლელადაც მზადაა.
34 წლის ფორვარდი ესპანეთის რანგის მესამე დივიზიონში მოთამაშე კლუბში გადასვლასთანაა ახლოს. ბალოტელი „ალიკანტე ინტერსიტის“ წარმომადგენლებს ტრანსფერის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა. თუმცა, ესპანელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მოუწევთ მოცდა.
ამჟამად, ბალოტელის ახალი კლუბი დივიზიონის მეორე ჯგუფში ასპარეზობს და მე-15 ადგილზეა.