"ალ-ჰილალის" მოქმედმა და "ჩელსის" ყოფილმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
სენეგალელმა საუდის არაბეთში ფეხბურთელთა ტრანსფერების შესახებ ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუსაც შეეხო:
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი ადამინი, რომელსაც საუდის პროექტის სჯეროდა, კრიშტიანუ რონალდუ იყო"
"მისმა აქ წამოსვლის გადაწყვეტილებამ ამ ლიგის ისტორია შეცვალა. ის დიდ პატივისცემას იმსახურებს, ეს ეჭვგარაშეა", - თქვა კულიბალიმ.