როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში შინ “ტორინო” მიიღო, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
“პარტენოპეის” მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც გავლენიანი გამოცემა Sodascore-ის მიხედვით 8.0 შეფასება დაიმსახურა.
ცხადია, კვარა ორივე გუნდის შემადგეობაში ვანია მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო იყო.
საგულისხმოა, რომ ხვიჩამ ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.