ხვალ, 7 მარტს საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს, ბათუმში, დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინა დღეს ორივე გუნდის ფეხბურთელებმა პრესკონფერენცია გამართეს.
"ნერაძურის" მხრიდან კომენტარი მარკო მატერაციმაც გააკეთა:
"ძალიან მოხარულები ვართ აქ ყოფნით. ვცადე, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ჩამომეყვანა აქ. მქონდა იმის პრივილეგია, რომ კახის წინააღმდეგ მეთამაშა"
"ჩამოსვლისთანავე ბათუმში განვითარება და დონე დამხვდა, სტადიონი ვნახე და ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს, რომ სტადიონზე შეკრებელი საზოგადოება ისიამოვნებს"
"კახის "ინტერის" ლეგენდა ვუწოდე. რა თქმა უნდა გვქონდა კომუნიკაცია. საბედნიეროდ ბევრი თამაში ჩავატარეთ და მატჩის დათმობა მოგვიწია ძლიერ "მილანთან". ხვალ სიმბოლური ღირებულება ექნება ამ თამაშს და გარდა თამაშისა ბევრი მხიარულება იქნება", - თქვა მატერაციმ.