VIDEO: ბრწყინვალე მომენტია, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ლუკა მხეიძესთან მივიდა - რა მოხდა ოლიმპიადის ფინალში მარცხის შემდეგ
5 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

VIDEO: ბრწყინვალე მომენტია, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ლუკა მხეიძესთან მივიდა - რა მოხდა ოლიმპიადის ფინალში მარცხის შემდეგ

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ქართული წარმოშობის ფრანგი ძიუდოისტი, ლუკა მხეიძე საფრანგეთის სახელით მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლუკა მხეიძეს გულშემატკივრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ფინალში დასანანი წაგების შემდეგ, მაკრონმა ლუკა მხეიძე გაამხნევა.

მოგვიანებით კი საკუთარ სოციალურ ქსელში, ლუკა მხეიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა.

ცნობისთვის, 2021 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მხეიძემ მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Facebook კომენტარები