"ვალენსიას" ქართველი მეკარის შეძენა მიუნხენის "ბაიერნს" კვლავ სურს, ამის შესახებ ესპანეური გამოცემა "Football Espana" წერს"
"მიუნხენელები გასულ ზაფხულს ახლოს იყვნენ მეკარის შეძენასთან, ახლა კი ფეხბურთელით კვლავ დაინტერესდნენ. „ბაიერნმა“ „ვალენსიიდან“ მამარდაშვილის კონტრაქტისა და ხელფასის შესახებ დეტალები გამოითხოვა. მეკარე მზად არის გადასასვლელად, თუ საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა".
გერმანელები წინა წელს კვლავ მანუელ ნოიერს ენდნენ, თუმცა შესაძლოა ეს სეზონი განსხვავებული იყოს, რადგან მამარდამ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგის სატრანსფერო ღირებულება35 მილიონი ევროა.