1 წლის და 3 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რჩება თუ მიდის - რა უპასუხა ვილიმ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას

პორტუგალიის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცუაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა:

"ჩემთვის პრივილეგიაა, ვიყო ამ ბიჭების მწვრთნელი, რომლებიც სამნახევარი წლის განმავლობაში ამდენ სიხარულს მანიჭებენ და საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ შეჯიბრში ვმონაწილეობ"

"არ ვიცი მომავლის შესახებ, რადგან არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს ფეხბურთში, მაგრამ ამჟამად საქართველოში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ", - თქვა ვილიმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სანიოლი ირლანიდიის ნაკრებს სურდა მთავარ მწვრთნელად, თუმცა ფრანგი სპეციალისტისგან უარი მიიღეს.

ცხადია, ამ წარმატების შემდეგ მისი მსურველთა სია გაიზრდება.

Facebook კომენტარები