2 წლის და 3 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

„დინამო თბილისის“ 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია - კონფერენს ლიგის წილისყრა

18:00 საათზე, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ნიონში დაგეგმილ ცერემონიაზე ქართული კლუბების ოპონენტები შეირჩევიან. განთესილი და განუთესავი გუნდების საკუთარ ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ ცნობილია იმ 5 პოტენციური ოპონენტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთსაც „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდება. 

„დინამო თბილისის“ პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

ტორპედო (ბელარუსი)

აკტობე (ყაზახეთი)

მარსაშლოკი (მალტა)

მორნარი (მონტენეგრო)

კალევი (ესტონეთი)

აღსანიშნავია, რომ უეფას ბრძანების თანახმად, ბელარუსული გუნდები საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ზუსტი თარიღები 21 ივნისს გაირკვევა.