დღეს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა დაგეგმილი. ცერემონია 18:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.
განთესილი და განუთესავი გუნდების ჯგუფებში გადანაწილების შედეგად, ცნობილი გახდა იმ 5 მეტოქის ვინაობა, რომლებიდანაც ერთ-ერთი „ტორპედოს“ დაუპირისპირდება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
ქართული კლუბის პოტენციური ოპონენტების სია ასე დაკომპლექტდა:
შკენდია (მაკედონია)
ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
ინტერ ესკალდესი (ანდორა)
ტირანა (ალბანეთი)
ლა ფიორიტა (სან მარინო)
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების ზუსტი თარიღები 21 ივნისს გახდება ცნობილი.