როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი უკვე დაიწყო და სულ მალე ამ დიდ ფორუმზე საქართველოს დებიუტიც შედგება.
"TasteAtlas"-მა გამოაქვეყნა ევრო 2024-ზე მონაწილე გუნდების ნაციონალური კერძების სია.
მათ ისინი რეიტინგის მიხედვით დაალაგეს, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ერია.
ჩვენი მრავალფეროვანი სამზარეულოდან ხაჭაპურია წარმოდგენილი, რომელმაც გამოცემისგან 5-დან 4,5 ქულა დაიმსახურა.