გიორგი მაისურაძე საფეხბურთო კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე გუნდში გააგრძელებს. 22 წლის მცველის ტრანსფერის თაობაზე კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„დინამო თბილისის“ რიგებში მაისურაძემ ოთხი ტიტულის მოპოვება შეძლო, მომავალი სეზონიდან კი იგი ტიტულებისთვის „პოლისია ჟიტომირის“ მაისურით იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ. „პოლისია ჟიტომირი“ წლევანდელ ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროტურნირის საგზურის მოპოვება შეძლო.