ჯერ კიდევ "ნაპოლის" შემტევი, ვიქტორ ოსიმენი ინსტაგრამ ლაივში ყოფნისას, ნიგერიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს ძალიან გაბრაზდა.
საქმე იმაშია, რომ ვიქტორი ტრავმის გამო ნაკრებს ვეერ დაეხმარა მათმა თავკაცმა, ჯორჯ ფინიდმა კი ასეთი განცხადეაბ გაკეთა:
"ოსიმენს თხოვნას ვერ დავუწყებ იმის გამო, რომ ნაკრებში ითამაშოს".
ოსიმენმა მას ლაივში უპასუხა:
"ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა დავკარგე. ყველა თავს რატომ მესხმის? მიუხედავად ნაკრებში მიღებული არაერთი ტრავმისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ქვეყანას მაქსიმალურად დავხმარებოდი ახლა კი მარცხს ყველა მე მაბრალებს"
"როდესაც ტრავმის შესახებ ფინიდის ვესაუბრე, ჩვენი ლაპარაკი ჩავიწერე. რადგან ვიცოდი, რომ სიტუაციის გამოყენებას ჩემ საწინააღმდეგოდ ეცდებოდნენ, იცოდეთ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ", - ამბობს ვიქტორი.