როგორც იცით, მამადუ სახოს ქუთაისის "ტორპედოში" ტრასნფერი ოფიციალურად შედგა.
ახალ კლუბში წარდგენისას ფრანგმა ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა.
"ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტია. 13 წლის ასაკში მამა დავკარგე. ბავშვობის წლები ქუჩაში, სიცივეში გავატარე. არაერთი დაბრკოლების გადალახვა მომიწია.
"დღევანდელ დღემდე ასე მოვედი… ვფიქრობ, რომ ჩემი ჩართულობა ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მე მათთვის ბევრი მაქვს სათქმელი.
"დღეს ჩემი შვილიც აქ არის, ჩემთან ერთად. ჩემთვის ფინანსური მხარე მეორეხარისხოვანია. მთავარი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, ის ამბიციებია, რომელიც ამ კლუბს აქვს და ის ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებაში მექნება. მე აქ იდეის გამო ვარ", - თქვა სახომ.