როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიამ ირლანდია ამხანაგრ მატჩში ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ამ მატჩში კრიშტიან რონალდუმ დუბლი გაიფორმა, ამის შემდეგ კი მედიას ინტერვიუ მისცა:
"არ ვიცი, ჩემი პირველი გოლი იყო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა კარგად ითამაშა. მნიშვნელოვანი იყო მოგება და არა ის, გოლს ვინ გაიტანდა"
"რაც შეეხება ხორვატიასთან წაგებას, წარმატების მიღწევა მხოლოდ კრიტიკითაა შესაძლებელი. პორტუგალიელები პორტუგალიის ნაკრებისგან ბევრს მოელიან, ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, თაობის და ნიჭის გამო, რომელიც ამ გუნდშია"
"დამარცხება ყოველთვის ცუდია, თუმცა სწორედ აქედან მოდის კარგი და რაღაცას სწავლობ. ჩვენ უნდა გვქონდეს ფეხები მიწაზე და ევროპის ჩემპიონატზე ასე უნდა ვიფიქროთ", - თქვა რონალდუმ.