1 წლის და 3 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უახლესი ცნობა კიტეიშვილის ტრავმასთან დაკავშირებით - რას ამბობს ალექსანდრე იაშვილი

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო - მონტენეგროს მატჩისას ოთარ კიტეიშვილი მოედნიდან იძულებით გავიდა. 

ცნობების მიხედვით, გრაცის "შტურმის" ნახევარმცველს უკანა კუნთი გაეჭიმა და თამაშის გაგრძელება აღარ გარისკა. 

ოთარის ტრავმასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურზტის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი: 

"ოთო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ეს ამხანგურ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა. მოგეხსენებათ, რომ თამაშისას მცირე ტრავმა მიიღო" 

"დარწმუნებული ვარ, კარგად იქნება. მეორე დღეს უკეთ იყო, მალე გაივლის შემოწმებას და ექიმების დასკვნაც გვეცოდინება", - აცხადებს იაშვილი.

Facebook კომენტარები