როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ისტორიულ მატჩებს ჩაატარებს.
ტურნირის წინ იაროსლავის "შინიკის" მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ჩერიშევმა ჩვენს გუნდზე ისაუბრა.
"საქართველო ასეთ დიდ ფორუმზე პირველად მოხვდა. კვარაცხელია ძლიერ ჩემპიონატში თამაშობს, მაგრამ საქართველოს ნაკრები "ნაპოლი" არ არის.
"ბუნებრივია, აქ სრულად განსხვავებული ფეხბურთელები თამაშობენ.
"ქართველებისგან სიურპრიზს სულაც არ მოველი. თუ ისინი ჯგუფს დაძლევენ, დიდი სენსაცია იქნება", - თქვა ჩერიშევმა.