ქართული კლუბი გაძლიერებას განაგრძობს. „ტორპედოს“ რიგებს მალე მამადუ სახო შეუერთდება. „ლივერპულის“ ყოფილ ფეხბურთელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
34 წლის მამადუ სახოსთან „ტორპედომ“ კონტრაქტი 1+1 სისტემის გამოყენებით გააფორმა. კლუბის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების დამატებას ბევრად უფრო მარტივად შეძლებს.
გამოცდილი მცველით გაძლიერებული ქართული გუნდი ეროვნულ ლიგასთან ერთად, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევისთვისაც იბრძოლებს.