1 წლის და 3 თვის წინ
Giorgi Chanturia
Aa

"ქართველებო იზრუნეთ ამაზე, რომ ფეხბურთელებს აარიდოთ...", - სოსო პავლიაშვილი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Metaratings-თვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

"მინდა, რომ ეროპის ჩემპიონატის ქართველი ფეხბურთელები პოლიტიკურ ინტრიგებში არ გაიხლართონ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იზრუნოს რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ და მათგან არ ითხოვდნენ იყვნენ პოლიტიკური მარაზმის ნაწილი.

ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ეს ასე უნდა იყოს და როდესაც ტურნირი დასრულდება, თვითონ გადაწყვიტონ. მესმის რომ მოთამაშეები ახალგაზრდები და ემოციურები არიან. ამან მათ თამაშზე შეიძლება მოახდინოს გავლენა და ფსიქოლოგიურად დაიღალონ.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი სიხარულია და მე მადლობელი ვარ

ყველასი, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ჩვენი ბაბუები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ევროპაში გამარჯვება მოეტანათ და ამის დავიწყება არ შეიძლება. იმედია მათი სულები ჩასახლდებიან ჩვენს ფეხბურთელებში და გამარჯვებებს მოგვიტანენ. Მე მიყვარს ფეხბურთი. მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ფეხბურთელი გავხდებოდი", - თქვა პავლიაშვილმა.

სპორტალი

Facebook კომენტარები