7 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"როგორ ითამაშებს საქართვველო ევრო 2024-ზე?" - UEFA-ს საინტერესო პასუხი კითხვაზე

UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ევრო 2024-ს წინ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ჩემპიონატის 6 მთავარი შეკითხვაა დასმული.

ერთ-ერთი მათგანია: "როგორ იასპარეზებს დებიუტანტი საქართველოს ნაკრები?", რაზეც უეფა ასე პასუხობს:

"თბილისში და მის ფარგლებს მიღმა იყო ზეიმის სცენები, როდესაც საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე, მას შემდეგ, რაც მარტში პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ეს ერთადერთი გუნდია, რომელიც გერმანიაში დებიუტანტი იქნება და უდავოდ ეცდება, ყოველი წამით დატკბეს."

"საქართველო რთულ ჯგუფში ითამაშებს, მაგრამ მხოლოდ მონაწილეობით არ დაკმაყოფილდება. „ჩვენ ვართ ველური ბარათი, რომელიც შეუმჩნევლად ჩადის ამ ტურნირზე“, - ამბობს ვილი სანიოლი: „რა თქმა უნდა, პორტუგალიას, ჩეხეთს და თურქეთს არაფერს დავუთმობთ და ყველაფერს გავიღებთ", - წერს უეფა.

Facebook კომენტარები