გავლენიანმა საფეხბურთო სააგენტო, "Opta"-მ მომავალი ევროპის ჩემპიონატზე გუნდების სხვადასხვა ეტაპებზე გასვლის შანსები შეაფასა.
მათი აზრით, ტურნირის მთავარი ფავორიტი ინგლისია (ტურინირის მოგების 19,9%).
"Opta"-მ დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ნებისმიერ ეტაპზე გასვლის შანსებში ბოლო ადგილზე დააყენა:
მეოთხედფინალში გასვლის შანსი - 8,3%
ნახევარფინალში გასვლის შანსი - 2,3%
ფინალში გასვლის შანსი - 0.2%
ტურნირის მოგების შანსი - 0,1%
აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი F ქვეჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებდა პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი გვეყოლებიან.