კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე გუნდების სრული სია საბოლოოდ გახდა ცნობილი. აღნიშნულ ეტაპზე ორი ქართული კლუბი, „დინამო თბილისი“ და „ტორპედო“ იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი“ განთესილ კლუბებს შორის მოხვდა და ამ ეტაპის დაძლევის შემდეგ, კვლავ განთესილის სტატუსით ჩაერთვება გათამაშებაში.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე განთესილი კლუბების სია ასე გამოიყურება:
ჟალგირისი (ლიეტუვა), ლინფლიდი (ჩრდ. ირლანდია), კუპს (ფინეთი), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), დინამო თბილისი (საქართველო), შკენდია (ჩრდ. მაკედონია), ტორსჰავნი (ფარერები), პარტიზანი (ალბანეთი), სარაევო (ბოსნია), ინტერი (ანდორა), ლევადია (ესტონეთი), ტირანა (ალბანეთი), ტრე პენე (სან მარინო), კონათი (უელსი), პაიდე (ესტონეთი), მილსამი (მოლდოვა), კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია), ლა ფიორიტა (სან მარინო), ლიეპაია (ლატვია), დერი სიტი (ირლანდია), ვლაჟნია (ალბანეთი), სტ. ჯოზეფი (გიბრალტარი), ურარტუ (სომხეთი).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე განუთესავი გუნდების სია ასე დაკომპლექტდა:
ველესი (ბოსნია), ბალა თაუნი (უელსი), ტორპედო (ბელარუსი), ფლორიანა (მალტა), ვალური (ისლანდია), ბრავო (სლოვენია), ატლეტიკი (ანდორა), ტორპედო (საქართველო), ვიკინგური (ფარერები), სტიარნანი (ისლანდია), მალიშევა (კოსოვო), აკტობე (ყაზახეთი), ვპს (ფინეთი), შელბურნი (ირლანდია), აუდა (ლატვია), ნოა (სომხეთი), ბრუნო'ს მაგპისი (გიბრალტარი), შტრასენი (ლუქსემბურგი), შიაულიაი (ლიეტუვა), მარსაქსლოკი (მალტა), ტალინა კალევი (ესტონეთი), ისლოჩი (ბელარუსი), ტიკვეში (ჩრდ. მაკედონია), კარნარვონ თაუნი (უელსი), მორნარ ბარი (მონტენეგრო).
ამ ეტაპის წილისყრა 18 ივნისს გაიმართება, მატჩები კი 11 და 18 ივლისს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გათამაშებაში ასევე ჩაერთვება კიდევ ერთი ქართული კლუბი „იბერია“, რომლის სავარაუდო მეტოქეების სრული სიაც ასე გამოიყურება:
კოპენჰაგენი (დანია), გენტი (ბელგია), ბაშაქშეჰირი (თურქეთი), კლუჟი (რუმინეთი), ლეგია (პოლონეთი), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), ჰაპოელი (ისრაელი), დიურგარდენი (შვედეთი), გო ეჰედ იგლსი (ნიდერლანდები), ომონია (კვიპროსი), გიმარაეში (პორტუგალია), ასტანა (ყაზახეთი), რიგა (ლატვია), ოლიმპია (სლოვენია), დნიპრო (უკრაინა), აეკ (საბერძნეთი), ზრინსკი (ბოსნია), ჰაიდუკი (ხორვატია), ოსიეკი (ხორვატია), ტრნავა (სლოვაკეთი), აეკ (კვიპროსი), აუსტრია (ავსტრია), არარატ-არმენია (სომხეთი), ვადუცი (ლიხტენშტაინი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), ფეჰერვარი (უნგრეთი), მლადა (ჩეხეთი), ბანიკი (ჩეხეთი), სენტ მირენი (შოტლანდია), უნივერსიტატია (რუმინეთი), ბრონდბიუ (დანია), ციურიხი (შვეიცარია), სენტ გალენი (შვეიცარია).
მეორე ეტაპზე განთესილ კლუბებს შორის ასევე შედიან პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწინაურებული კლუბებიც:
ჟალგირისი, ლინფილდი, კუპს, ბრაიდაბიკი, დუდელანჟი, ბუდუჩნოსტი, დინამო თბილისი, შკენდია, ტორსჰავნი და ალბანული პარტიზანი.