ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირზე საქართველოს „დინამო ბათუმი“ წარადგენს. საქართველოს ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. უკვე ცნობილია იმ 14 განთესილი გუნდის ვინაობა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი „დინამო ბათუმის“ მოწინააღმდეგე იქნება.
მათი სია ასე გამოიყურება:
სლოვანი (სლოვაკეთი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
ჰიკ (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი)
FCSB სტიაუა (რუმინეთი)
კლაკსვიკარი (ფარერები)
შემროკ როვერსი (ირლანდია)
ლინკოლნი (გიბრალტარი)
ნიუ სეინტსი (უელსი)
პიუნიკი (სომხეთი)
RFS რიგასი (ლატვია)
პეტროკუბი (მოლდოვა)
ბალკანი (კოსოვო)
ბორაცი (ბოსნია/ჰერცეგოვინა)
თუკი ქართული გუნდი აღნიშნული ოპონენტისა და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას შეძლებს, მისთვის მინიმუმ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში მონაწილეობა უკვე გარანტირებული იქნება. წაგების შემთხვევაში, „დინამო ბათუმი“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, რომელში მონაწილე გუნდებს შორის უკვე არის „იბერია 1999“, კიდევ ერთი ქართული გუნდი.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 9-10 და 16-17 ივლისს გაიმართება.