30 წლის ფრანგი ფეხბურთელი, პოლ ლაბილონ პოგბა დოპინგის მიღებაში დაადანაშაულეს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალურმა დეპარტამენტებმა ფრანგი ნახევარმცველი დამნაშავედ სცნეს.
პოგბა დოპინგის გამოყენების გამო 4 წლის განმავლობაში ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებს.
ცნობისთვის, ფრანგ ნახევარმცველს კარიერის მანძილზე “მანჩესტერ იუნიატედსა” და ტურინის “იუვენტუსში” უთამაშია.