"ნაპოლი" იტალიის თასის 2023/2024 წლების გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. "პარტენოპეი" შინ "ფროზინონესთან" განადგურდა, ანგარიშით 0:4.
სტუმრებმა ფავორიტად შერაცხულ კამპანიელებს სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანეს. 65-ე წუთზე ენცო ბარენეჩეამ გამოიჩინა თავი, 5 წუთში ჯუზეპე კასომ შეაგდო, კომპენსირებული დროის პირველ წუთზე ვალიდ ჩედირამ პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში აბდუ ჰარუიმ დააფიქსირა..
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ვერაფერი გაახერხა. მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა "ფროზინონეს" ახალგაზრდა შემტევმა, გიორგი კვერნაძემაც.
Sofascore-მა კვერნაძის პერფომანსი 6.6 ბალით შეაფასა, კვარას კი 6.5-ბალიანი შეფასება ერგო.