წლევანდელი სეზონი ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ შედეგიანი იყო და ამჯერად კიდევ ერთი წარმატებული ფაქტი დაფიქსირდა. „ნასაფ ქარშის“ შემადგენლობაში მყოფმა ჯაბა ჯიღაურმა და თემურ ჩოგაძემ უზბეკეთის სუპერთასი მოიგეს.
„ნასაფ ქარში“ თასის ფინალში „ტაშკენტის ფახტაქორს“ დაუპირისპირდა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დაასრულა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელების გუნდმა პენალტების სერიაში გამარჯვება და თასის მოპოვება მაინც შეძლო. ჯიღაურმა სუპერთასი მეორედ მოიგო, ჩოგაძისთვის კი ეს პირველი ტიტულია.