11 თვის და 2 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ახალი სტილის ჩემპიონთა ლიგის პირველი კალათა გაირკვა - გრანდების სია

ჩემპიონთა ლიგის შემდეგი გათამაშება ახალი სატურნირო სტილით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები შვეიცარიული სისტემის გამოყენებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და თითოეული მათგანი 8 გუნდს დაუპირისპირდება. ჯამში ყველა გუნდი ოთხ საშინაო მატჩს გამართავს და ოთხ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.

პირველ 1-8 ადგილზე გასული კლუბები 1/8 ფინალის ეტაპზე გადაინაცვლებენ,  9-24 ადგილოსნები კი პლეი-ოფის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

პირველი კალათის შემადგენლობა ასეთია:

„სიტი“, „ბაიერნი“, „რეალი“, პსჟ, „ლივერპული“, „ინტერი“, „დორმტუნდი“, „ლაიპციგი“, „ბარსელონა“.

მეორე კალათაში შემდეგი გუნდები არიან განთესილი:

„ბაიერი“, „ატლეტიკო“, „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „ბენფიკა“, „არსენალი“, „ბრიუგე“, ასევე შესაძლოა „რეინჯერსი“ და „შახტარი.

Facebook კომენტარები