იტალიური "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში თავისთვის საუკეთესო მატჩი დღეს, "სასუოლოს" წინააღმდეგ ჩაატარა.
23 წლის შემტევის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
2 გოლი
9 დარტყმა
3 ზუსტი დარტყმა
1 ასისტი
5 საკვანძო გადაცემა
1 შექმნილი საგოლე შანსი
14 შეხება ბურთთან მოწინააღმდეგის საჯარიმოში
4 ჩაჭრა
2 მოგებული ორთაბრძოლა
10.0 რეიტინგი Whoscored.com-ზე.
საინტერესოა, რომ კვარა პირველი ფეხბურთელია სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, რომლის კონკრეტულმა პერფომანსმაც Whoscored-ისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩას 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მომდევნო მატჩი "პარტენოპეის" 3 მარტს, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ელოდება.