წლევანდელ სეზონში კონფერენს ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას 3 ქართული გუნდი მიიღებს. ისინი ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან. ქართული კლუბებიდან ორი, „დინამო თბილისი“ და „იბერია 1999“ განთესილი გუნდების სიაში მოხვდნენ, ხოლო „ტორპედო ქუთაისი“ განუთესავ ბადეში მოხვდა.
შესარჩევ ეტაპზე ჯამში 52 გუნდი ითამაშებს. მათ შორის განთესილი კლუბების სია ასე გამოიყურება:
ჟალგირისი (ლიეტუვა), ოლიმპია (სლოვენია), ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია), კუპს (ფინეთი), ბრეიდაბლიკი (ისლანდია), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), დინამო თბილისი (საქართველო), შკენდია (ჩრდ. მაკედონია), ტორსჰავნი (ფარერები), სარაევო (ბოსნია), ინტერი (მოლდოვა), ლევადია (ესტონეთი), ტირანა (ალბანეთი), ტრე პენე (სან მარინო), კონათი (უელსი), პაიდე (ესტონეთი), მილსამი (მოლდოვა), კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია), ლიეპაია (ლატვია), იბერია 1999 (საქართველო), დერი სიტი (ირლანდია)
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრილი განუთესავი გუნდების სია ასეთია:
ესპერანჟი (ლუქსემბურგი), ტორპედო (ბელარუსი), ფლორიანა (მალტა), ვალური (ისლანდია), ტორპედო ქუთაისი (საქართველო), ვიკინგური (ფარერები), სტამენი (ისლანდია), აკტობე (ყაზახეთი), VPS (ფინეთი), შელბურნი (ირლანდია), აუდა (ლატვია), ნემანი (ბელარუსი), ბრუნოს მაგპისი (გიბრალტარი), შიაულიაი (ლიეტუვა), სლემა (მალტა), მარსახიოკი (მალტა), კალევი (ესტონეთი), კარნარვონი (უელსი), ჩრდილოეთ მაკედონიის თასის მფლობელი, მოლდოვის თასის მფლობელი, მონტენეგროს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი.
ჩამოთვლილ სიებში შესაძლოა ასევე დაემატონ ვლაჟნია (ალბანეთი), სტ ჯოზეფი (გიბრალტარი), ურარტუ (სომხეთი), მოსტარი (ბოსნია), ბალა თაუნი (უელსი).
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები 11 და 18 ივლისს არის ჩანიშნული.