1 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

100 000 ბონუსი - ცნობილია სრულად რა თანხა გამოიმუშავა ოთარ თანზილოვმა UFC-ში პირველი მოგებისთვის

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61 კგ) მებრძოლმა, ოთარ თანზილოვმა ორგანიზაციაში პირველი შეხვედრა მოიგო.

ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე თანზილოვმა მალკოლმ ველმეიკერი მეორე რაუნდში ფეხით შესრულებული ნოკაუტით დაამარცხა. ეს გამარჯვება მისთვის MMA-ს კარიერაში მე-11 იყო.

თანზილოვის დებიუტი UFC-ში მიმდინარე წლის ივნისში შედგა, მაშინ მან ბრძოლა თავისთვის არაბუნებრივ, ქვემსუბუქ დივიზიონში გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.

თანზილოვის გამარჯვება ქართველი მებრძოლებისთვის 2026 წელს UFC-ში მეორეა. მანამდე, ივნისში თავისი ბრძოლა მოიგო ლევან ჩოხელმა.

აღსანიშნავია, რომ ოთარი ეფექტური გამარჯვებისთვის 100 000 დოლარს მიიღებს, ხოლო კონტრაქტის გათვალისწინებით, მას ბრძოლისთვის 20-30 ათასი დოლარის ფარგლებში ერგებოდა.